#26მაისი - საზეიმო ღონისძიებები გორში

101 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან და 28 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან.

26 მაისი რეგიონებში დილიდან აღინიშნება. ორი საუკუნის წინანდელ საქართველოში მოგზაურობის შესაძლებლობას მოგცემთ გორში დაგეგმილი ღონისძიებები. გამოფენები და ექსპოზიციები ქვეყნის ისტორიას გვიყვება.

ცენტრალურ მოედანზე იმიტირებული აეროპორტია მოწყობილი. ვიზალიბერალიზაციის პავილიონში, ევროპაში მოგზაურობის მსურველები დეტალურ ინფორმაციასაც იღებენ.