#26მაისი - ღონისძიებები ზუგდიდში

ხალხმრავლობაა ზუგდიდში. ქალაქის მცხოვრებლები მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ.

დამოუკიდებლობის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში უკვე მეორედ აღნიშნავს. წლევანდელი კონცეფცია ერთიანი საქართველოს იდეაა. წარმოდგენილია მასალები დამოუკიდებლობის აღდგენის, ერთიანი საქართველოს მეფეებისა და ეროვნული გმირების მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ. მათი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მოწყობილია გასართობი სივრცე პატარებისთვის. გამოფენილია სპეციალური ტექნიკა. მოქალაქეებს დღევანდელი დღე ზუგდიდიდან მიულოცა ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.