26 მაისისთვის მზადება გრძელდება

ერთი დღე ეროვნულ დღესასწაულამდე. 26 მაისისთვის მზადება გრძელდება. თავისუფლების მოედანზე სამხედრო ნაწილებმა გენერალური რეპეტიცია გაიარეს, მათ შორის არიან წვევამდელები, რომლებიც ფიცს დადებენ. პარალელურად, დედაქალაქის მთავარ გამზირზე დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებისთვის ეწყობა ინფრასტრუქტურა. თავისუფლების მოედანზე უკვე გამოტანილია სამხედრო ტექნიკის ნაწილი. წვევამდელთა ფიცის დადების შემდეგ, ხვალ მოქალაქეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავენ.