26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბაქოში

15:23, 24.05.2025

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. ქალაქ ბაქოს ჰეიდარ ალიევის ცენტრში დღეს ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. შესრულდება როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მუსიკალური ნომრები. საღამოს მონაწილეები იქნებიან: თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, ანსამბლი „შვიდკაცა“, ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, ოთო ბაზერაშვილი, კონსტანტინე ყიფიანი და მუსტაფა ზადე.

საღამო საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნება. კულტურის დღეები ბაქოში საქართველოს კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში იმართება.

მსგავსი