საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ქართული კულტურის დღეები ბაქოში დასრულდა. ორდღიანი ღონისძიება, ჰეიდარ ალიევის ცენტრში საზეიმო კონცერტით დაიხურა, რომელშიც ქართველი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. შეკრებილებს სიტყვით აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა და საქართველოს კულტურის მინისტრმა მიმართეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე, თინათინ რუხაძე აზერბაიჯანელ კოლეგას პირისპირაც შეხვდა.
ორდღიანი ღონისძიებების შესახებ ბაქოდან მარიკა შალიკაშვილი ისაუბრებს.