26 მაისის საქმის განხილვა გრძელდება

26 მაისის საქმის განხილვა გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესზე დღეს ერთ-ერთ დაზარალებული დაიკითხება. ტარიელ გვენეტაძის განცხადებით, აქციის დარბევის დროს მას სახის არეში სამი ტყვია მოხვდა. დაზარალებული აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების ცემა პოლიციის სამმართველოშიც გაგრძელდა.

26 მაისის საქმეზე ძალის გამოყენებით, უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.