26 მაისის საქმე

26 მაისის საქმეზე სასმართლომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ძებნილი გიორგი ლორთქიფანიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე აღკღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელეს. ადვოკატმა კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა.

გია ლორთქიფანიძეს და შსს 4 ექს-მაღალჩინოსანს მთავარი საგამოძიებო უწყება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს, ასობით მომიტინგე შსს მაღალჩინოსნებმა ძალის გამოყენებით დაარბიეს და უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთეს. ამავე საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალდებულია კუდის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაიაც. მომიტინგეთა დაშლის ფაქტზე უკვე გასამართლებულია და პატიმრობა აქვს მისჯილი შსს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს.