26 მაისი – საზეიმო ღონისძიებები ოზურგეთში
ოზურგეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
26 მაისს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ენერგეტიკის სივრცე მოეწყო, სადაც ყველა ასაკის დამთვალიერებელს შეეძლო მიეღო ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორისა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. სპეციალურად ბავშვებისთვის განთავსდა შემეცნებითი კუთხე მზის და ქარის ელექტროსადგურების მაკეტებით. გურიის მხარის გუბერნატორმა და თანმხლებმა პირებმა, ასევე პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ზაზა დამენიასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულებს და მათი საფლავი და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ასევე აღევლინა პანაშვიდი დაღუპულთა სულებისთვის. გუბერნატორმა ასევე დაათვალიერა ოზურგეთის დრამატული თეატრის რეკონსტრუირებული შენობა. ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მოსული დამთვალიერებლებისთვის, ასევე მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა, კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით, ფეიერვერკი და სხვა ატრაქციები.