ქუთაისში, ბალახვანის 100-საფეხურიან კიბესთან იმართება ღონისძიებები. სტუმრებს მასპინძლობენ ღვინის ეროვნული სააგენტო, აეროპორტების გაერთიანება და საქართველოს ფოსტა. ადგილზე დილიდან განლაგებულია სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, რომლის დათვალიერებაც ყველა სტუმარს შეეძლება. მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა და იმერული ჯიშის ღვინოების დეგუსტაცია.
ირმა ჭოლაძე ქუთაისიდან.