26 მაისი – საქართველო ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
გარდამტეხი თარიღი ქვეყნის ისტორიაში – საქართველო ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 108 წელი გავიდა. სახალხო ზეიმმა დღეს მთელი ქვეყანა მოიცვა. გამორჩეული იყო მთავარი საზეიმო ღონისძიება და კულმინაციური მომენტი: 600-მა რეკრუტმა ფიცი დადო და შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. ამაღელვებელმა ცერემონიამ თბილისი და 11 ისტორიული ადგილი გააერთიანა. არანაკლებ შთამბეჭდავი და ემოციური იყო საქართველოს დროშის ფერებში სამხედრო ავიაციის გადაფრენა და სამი საოპერო მომღერლის მიერ შესრულებული სახელმწიფო ჰიმნი.