25-ე დღე სტიქიიდან - ვითარება შოვში

25-ე დღე შოვის სტიქიიდან. უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შედეგად, ნაპოვნია 31 ცხედარი. ორი არასრულწლოვანის პოვნა კი ჯერ-ჯერობით ისევ ვერ ხერხდება. პერიმეტრი სამაშველო სამსახურმა უკვე რამდენჯერმე გააფართოვა და ამჯერად სამძებრო არეალი რამდენიმე ათეულ კილომეტრს აერთიანებს. პარალელურად, ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში იმ ცხედრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს, რომლებიც სტიქიური უბედურების ზონიდან გასულ დღეებში ამოიყვანეს.