ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი
ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, წალკის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, წალკაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოიპოვა 4 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი კი შემდგომი განკარგვის მიზნით, წალკის საქმიან ეზოში გადაიტანეს.