საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა

12:32, 29.08.2026

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა. ქართველმა ძალოსნებმა კონტინენტის პირველობა ტრიუმფით დაასრულეს. მათ ანგარიშზე 14 ოქრო,  14 ვერცხლი და 7 ბრინჯაოს მედალია. ჭაბუკებმა ასევე 4 ევროპის რეკორდი დაამყარეს.
მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

მსგავსი