22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

12:03, 20.11.2026

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 15 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილიდან თავდაპირველად საავადმყოფოში გადაიყვანეს ოთხი ადამიანი. ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი. მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა. დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი იქნა ამოყვანილი.

მსგავსი