საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად დამარცხდა. პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართული მატჩის ბედი 35-ე წუთზე მიხაილო მუდრიკის ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვილი სანიოლის გუნდმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
B1 ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩეხეთმა ალბანეთი 2:0 დაამარცხა და სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს დაეწია. მაგრამ „ჯვაროსნები“ დამატებითი მაჩვენებლებით ისევ პირველ ადგილს ინარჩუნებენ. ჩვენი ეროვნული გუნდი შემდეგ მატჩს 14 ოქტომბერს თბილისში, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.