კინოს სახლში ფილმის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პრემიერა გაიმართა. ფილმი გიორგი ზერეკიძის შესახებ მოგვითხრობს – 2006 წელსა და შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე მაყურებელს თავად გიორგი ზერეკიძე უყვება. ის 14 წლის ასაკში დაკავებას, დაკავების მიზეზებსა და ციხეში გატარებულ წლებს იხსენებს. ფილმში გამოყენებულია ფოტო, ვიდეო და აუდიომასალები არქივიდან.