2027 წლის ბიუჯეტი 

12:25, 07.10.2026

პარლამენტში ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა გრძელდება. 2027 წლის ბიუჯეტს დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, მოგვიანებით კი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის 5 პროცენტია. გაზრდილია ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები.

70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია 60 ლარით იზრდება და 555 ლარის ოდენობით განისაზღვრება, მაღალმთიან დასახლებებში პენსიის ოდენობა 665 ლარს აჭარბებს, პენსია იზრდება 70 წლამდე ბენეფიციარებისთვისაც.

მსგავსი