2027 წლის ბიუჯეტი 

12:10, 09.11.2026

2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა პარლამენტში მიმდინარე კვირიდან იწყება. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ პროექტში სრულად არის გათვალისწინებული პარლამენტის მხრიდან გამოთქმული წინადადებების უმეტესობა. განახლებულ პროექტში გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი. დამატებითი რესურსები გამოიყო თავდაცვისა და პოლიციის მიმართულებით. ფინანსური დოკუმენტი ეკონომიკის 5%-იან ზრდაზეა გათვლილი. ბიუჯეტის საერთო მოცულობა 38 მილიარდ 363 მილიონი ლარია.

 

მსგავსი