2027 წლის ბიუჯეტი
დღეს, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტი ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს. მანამდე, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დახურულ ფორმატში ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს გააცნო. პირველად ვერსიაში 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტი ჯამში 37 მილიარდ 531 მილიონი ლარია. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ია, მთავრობის ვალი კი 31,6%-ს შეადგენს. იზრდება ყველა უწყების დაფინანსება. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ პენსიონერებისთვის კი – 20 ლარით გაიზრდება. ფინანსთა სამინისტრო 2027 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტს დასამტკიცებლად ნოემბრის ბოლოს წარუდგენს.