2027 წლის ბიუჯეტი
პარლამენტში ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საკომიტეტო ფორმატში განხილვა გრძელდება. 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტს დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. მანამდე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დახურულ ფორმატში ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს გააცნო. პირველად ვერსიაში 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტი, ჯამში, 37 მილიარდ 531 მილიონი ლარია. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ია, მთავრობის ვალი კი 31,6%-ს შეადგენს. იზრდება ყველა უწყების დაფინანსება. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2027 წლიდან, 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 60 ლარით, 70 წელს ქვემოთ პენსიონერებისთვის კი, 20 ლარით გაიზრდება. ფინანსთა სამინისტრო 2027 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტს დასამტკიცებლად ნოემბრის ბოლოს წარუდგენს.