2025 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა 

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ 2025 წელს განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა და წლიური ანგარიში მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს წარუდგინა. შეხვედრაზე მერმა, გასული წელი, მუნიციპალიტეტისთვის წარმატებულად შეაფასა და ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებსა და ადგილობრივი განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.
მერმა ასევე, მოსახლეობის მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხა. შეხვედრის დასასრულს კი – 2026 წლის გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა და მოქალაქეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნა.