თბილისის მერიის ორგანიზებით, 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა.
დედაქალაქის წლის საუკეთესო სპორტულ პროექტად „შვიდი შვიდზე“ ფეხბურთი დასახელდა. ნომინაციაში წლის საუკეთესო ქალი პარასპორტსმენი პარა-ტაეკვონდოში, პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ანა ჯაფარიძე გახდა. 2024 წლის საუკეთესო მამაკაც პარა-სპორტსმენად პარა-მძლეოსანი, პარალიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი, გიგა ოჩხიკიძე აღიარეს. საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. 2024 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად კი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.