2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

2024 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9,5 % შეადგინა.

მონაცემი წინა წელთან შედარებით გაზრდილია. აქცენტი ტურიზმიდან და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მატებაზე კეთდება. საფინანსო სექტორი, სადაზღვევო სფერო, ვაჭრობა, მშენებლობა ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი – ეს ის დარგებია, რომლებმაც ეკონომიკის ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა. თუმცა კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში. გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თითქმის თანხვედრაშია მსოფლიო ბანკის პროგნოზთან, რომელიც გასულ წელს 9 %-იან ზრდას ვარაუდობდა. 2025 წლისთვის კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ეკონომიკის 6%-ით ზრდას პროგნოზირებს.