გიორგი მიქაუტაძე კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდა. „ევრო 2024“-ის ოქროს ბუცის მფლობელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ფრანგულ ტიტულოვან გუნდთან ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. სატრანსფერო თანხად 20 მილიონი ევრო დასახელდა.