2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვა და ხმაური რეგიონებში

ზუგდიდის საკრებულო დღეს დაძაბულობის ეპიცენტრად იქცა.

ხმაური და დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული დეპუტატების პროტესტმა გამოიწვია. ოპოზიცია ეჭვობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის დამტკიცება ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე სურს. ადგილზე ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატების გასაყვანად სამართალდამცავების მობილიზება გახდა საჭირო. ანალოგიური მიზეზით დაძაბულობაა ბათუმშიც. ზუგდიდის მსგავსად, ბათუმის საკრებულოშიც „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა.

რომელმა საკრებულომ უნდა იმსჯელოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტებზე, – მოქმედმა თუ ახალი მოწვევის, – ეს თემა პოლიტიკური დაპირისპირების ახალი მიზეზი ხდება.

დატოვე კომენტარი