2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი – 18, 20, 22 მაისი, 23:00, პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე
„ევროვიზია 2021-ზე“ საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს, სიმღერით You.
თორნიკე ყიფიანი კონკურსის მეორე ნახევარფინალურ ტურში, 20 მაისს, მე-10 ნომრად იმღერებს.
2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს როტერდამი მასპინძლობს. ნახევარფინალები 18 და 20, ხოლო ფინალი 22 მაისს ჩატარდება. გრანდიოზული შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.