2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტს წარედგინა. გეგმის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 18 მილიარდ 400 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც 2 მილიარდ 4 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ანტიკრიზისული გემის განსახორციელებლად, მომავალი წლის ბიუჯეტში 1 მილიარდ 140 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომელიც მოსახლეობისა და ბიზნესის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. „საბიუჯეტო კოდექსის“ მიხედვით, პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.