2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი აღარ გაიმართება

18:02, 18.03.2020

2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი აღარ გაიმართება. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა „ი-ბი-უმ“ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კორონავირუსის გამო, აღარ ჩატარდება.

ევროფესტივალი როტერდამში უნდა გამართულიყო 12, 14 და 16 მაისს. ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა კონკურსი ისევ როტერდამში, 2021 წელს.

მსგავსი