2019 წლის „მშვიდობის გლობალური ინდექსი“

2019 წლის „მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო სამი პოზიციით დაწინაურდა. 163 სახელმწიფოს შორის საქართველო 99-ე ადგილზეა. მშვიდობის გლობალური ინდექსის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც 2008-დან 2019 წლამდე პერიოდში 20%-ით უფრო მშვიდობიანი გახდა“.

ყველაზე მშვიდობიან რეგიონად 2019 წელს ევროპაა აღიარებული. ავტორების თქმით, ამას ხელი შეუწყო ევროპაში ტერაქტების რაოდენობის შემცირებამ.

რეიტინგში პირველ ადგილზეა ისლანდია, მეორეა ახალია ზელანდია, ხოლო მესამეზე პორტუგალია. რუსეთი კვლევის ავტორთა შეფასებით 154-ე ადგილზეა. უკრაინა 150-ეა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო შედეგი აქვს ლატვიას, ესტონეთს და ლიეტუვას.