2018 წლის შემოსვლა რამდენიმე ქვეყანაში უკვე იზეიმეს

ახალი 2018 წლის შემოსვლა უკვე იზეიმეს რამდენიმე ქვეყანაში.

ერთი საათს წინ, ახალი წლის დადგომა იზეიმეს ავსტრალიაში. სიდნეის ნავსადგურში ერთ მილიონამდე  ადამიანი შეეგება ახალი წლის დადგომას გრანდიოზული ფოიერვერკით. მხიარული და ფერადი შოუს ავტორი წელს მსახიობი ჰიუ ჯეკმანი იყო. ფოიერვერკების შოუს  ნაწილი LGBT-ი თემის მხარდამჭერ, ცისარტყელის ფერებში გადაწყვეტილ ჩანჩქერს გამოხატავს. ამ ფორმით, სიდნეის მერიამ ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება აღნიშნა.

მანამდე გრანდიოზული ფოიერვერკით ახალი წლის დადგომა იზეიმეს ახალ ზელანდიაში. სქაი თაუერიდან სამი ათასზე მეტი ფოიერვერკი გაუშვეს. შოუ 5 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა.

დაახლოებით ერთ საათში, 2018 წლის შემოსვლას აღნიშნავენ იაპონიაში, შემდეგ კი ჰონგ-კონგში.

ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან ევროპაშიც. გერმანიაში ათასობით ადამიანი ახალი წლის დადგომას ბრანდერბურგის კარიბჭესთან აღნიშნავს. იქ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული.

ლონდონში, ტრადიციულად, ათასობით ადამიანი ტემზის სანაპიროზე მიადევნებს თვალს ფოიერვერკს.
მოგვიანებით, ახალი წლის დადგომას აღნიშნავენ ნიუ იორკში. თაიმს სქვერზე ათასობით ადამიანი მიადევნებს თვალს ბროლის ბურთის დაშვებას.

საახალწლო სამზადისია ბრაზილიაშიც. სპეციალურად დღეისთვის 25 ტონა ფოიერვერკი შეიძინეს. რიოში ჩასულ სტუმრებს 17 წუთიანი შოუ ელით.