მედიატურნირი დაშნით ფარიკაობაში – მთავარი პრიზისთვის სატელევიზიო, ონლაინგამოცემების, სპორტული და რადიოს ათი ჟურნალისტი იბრძოდა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა ნიკა ბერაძემ, რომელმაც ფინალური ბრძოლა ყოფილ მოფარიკავე, ტელეკომპანია „აჭარას“ ოპერატორთან დათმო და მეორე ადგილი დაიკავა. ორგანიზატორების თქმით, ტურნირი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. მისი მიზანია ფარიკაობის პოპულარიზაცია.