2000-იანი წლების ლიდსი #ტაიმაუტი

2000-იანი წლების დასაყისი იორკშირული კლუბის, ლიდსის ისტორიაში განსაკუთრებულია. დევიდ ო’ლირის ახალგაზრდა გუნდმა ჯერ უეფას, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშებაზე გაიბრწყინა, ვერც ერთი ტურნირი ვერ მოიგო, თუმცა ინგლისური კლუბი ევროპული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. შთამბეჭდავი იყო ლიდსის გამოსვლა პრემიერლიგაშიც, სადაც ინგლისური გრანდების წინააღმდეგ ო’ლირის გუნდმა არაერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. საუკუნის დასაწყისში ლიდსის წარმატებების შესახებ უფრო ვრცლად ჩვენს სიუჟეტში მოგიყვებით.

#ტაიმაუტი