200-მდე ადამიანი დმანისში, RMG Gold-ის ტერიტორიაზე შეიჭრა

ხმაური იყო დმანისში, კომპანია არემჯი გოლდის ტერიტორიაზე, სადაც დაახლოებით 200-მდე ადამიანია შეკრებილი. ისინი კომპანიის ტერიტორიაზე შესვლას და იმ 16 ჰექტარი მიწის ნახვას ითხოვდნენ, რომელიც აუქციონზეა გატანილი.

კომპანის წარმომადგენლებმა მათ შესთავაზეს, 20 კაციანი ჯგუფი შესულიყო ტერიტორიაზე, თუმცა აქციის მონაწილეებმა შეთავაზებაზე უარი თქვეს და არემჯი გოლდის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.