200-ლარიანი დახმარების პროგრამა
18 წლამდე ასაკის მოქალაქეთა 200-ლარიანი დახმარების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 857 000 მოქალაქე დარეგისტრირდა , – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრემიერის დავალებით, დღეიდან უკვე დაიწყო თანხის გაცემის პროცედურა და თითოეულ ბავშვს, შესაბამის ანგარიშზე, რომელიც მისმა მშობელმა ან მეურვემ მიუთითა, 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხება.