აქციისას დაშავებული ხუთი პაციენტი რჩება კლინიკებში

12:12, 02.07.2019

20 ივნისის აქციის დროს დაშავებული ხუთი პაციენტი რჩება კლინიკებში. დღეს საავადმყოფოს 23 წლის მამაკაცი დატოვებს, რომელსაც ნეიროქირურგიული და თვალის აღდგენითი ოპერაცია ჩაუტარდა. დამაკმაყოფილებელია ასევე 32 და 46 წლის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც მკურნალობას ინტენსიური დაკვირვების პალატაში აგრძელებენ.

 

მსგავსი