20 ივნისის საქმე – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

21:15, 11.12.2025

ექვსწლიანი განხილვის დასასრული და ევროპული კონვენციის სამი მუხლის დარღვევა – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 20 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

ხელისუფლებას 26 მომჩივანისთვის სოლიდური კომპენსაციები აქვს გადასახდელი. დიდი პალატის ვერდიქტის შინაარსმა თბილისში საკმაოდ დიდი რეზონანსი გამიწვია. სამიდან ერთი მუხლი, რომელიც სტრასბურგმა დარღვეულად სცნო, არაადამიანურ მოპყრობას ეხება. სამი-ოთხი საათის განმავლობაში გამოყენებული 800 რეზინის ტყვია გადაწყვეტილებაში გაუმართლებელ ძალად ფასდება. ვერდიქტში საუბარია ცალკეული დემონსტრანტების მხრიდან პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე, თუმცა გამართლებულად არ მიიჩნევს რეზინის ტყვიების მასობრივად და იმ ადამიანების მიმართ გამოყენებას, რომლებიც შესაძლოა ძალადობრივ ქმედებებში არ მონაწილეობდნენ. მითითებულია ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებამდე აქციის მონაწილეები არ გაუფრთხილებიათ. დიდი პალატა მიუთითებს არასაფუძვლიანად ჩატარებულ გამოძიებაზეც. მმართველი გუნდისთვის დღევანდელი ვერდიქტია მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრალეულობის დასტურია. სწორედ 2024 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე თვეების წინ ხელახალი ძიება დაიწყო, შედეგად ერთი თვის წინ გიორგი გახარიას ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს. დიდი პალატის საბოლოო ვერდიქტს საკუთარი ლიდერის უდანაშაულობის მტკიცებულებად აცხადებს გახარიას გუნდი.

გახმაურებული საქმის რეზონანსული ფინალი – რა დაადგინა სტრასბურგმა-სალომე ქოქიაშვილი მუშაობს თემაზე

მსგავსი