20 ივნისის საქმე – სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას სასამართლო პროცესიც გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე, სავარაუდოდ, მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაისინჯება გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.