20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლევან იმერლიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა.

თემის დეტალები „მოამბეში“.