2 მაისი დაზღვევის დღეა. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, დაზღვევის კვირეულს მართავს. მიმდინარე ღონისძიებაზე ისაუბრეს პრიორიტეტულ საკითხებზე, დაზღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, დაზღვევის პოპულარიზაციის მხარდაჭერასა და მოქალაქეებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.