დაკავება პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების მოპოვების გამო
ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ბრალდებით დაკავებული მარიამ იაშვილი ცოტა ხნის წინ მისმა უფლებადამცველმა მოინახულა. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
პარალელურად კი 9 მაისს დაკავებულ უჩა აბაშიძეს დღეს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს. გამოძიება მას იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ახლა უკვე ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას ედავება.
ადვოკატმა ცოტა ხნის წინ ის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა. ადვოკატებს ესაუბრა ჩვენი ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, რომელიც ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში გვიერთდება.