„ნონას თასი 2024“

„ნონას თასი 2024“ – თბილისის ჭადრაკის სასახლეში, სწრაფ ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა. ჭადრაკის ლეგენდა იუბილარია. ღონისძიებაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართა – ნონა გაფრინდაშვილმა ერთდროულად 15 ადამიანთან ჩაატარა თამაშის სეანსი. მოთამაშეები კენჭისყრის პრინციპით შეარჩიეს. თამაშის მსურველებს სამახსოვრო საჩუქრად ნონა გაფრინდაშვილის ღია ბარათები გადაეცათ.