ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობა ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის განმსაზღვრელი ფაქტორია – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ჩინეთი აღარ არის იგივე ქვეყანა, როგორიც ათი წლის წინ იყო. შეიცვალა მისი ეკონომიკა, პოლიტიკა და გლობალური კვალი. ასე რომ, ჩინეთის სწორად გაგება, პირველ რიგში, მოითხოვს ფაქტების სწორად გააზრებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ უფრო და უფრო მეტ ინვესტიციას ვაკეთებთ ჩინეთის შესახებ ცოდნის გაღრმავებაში, არა მხოლოდ ჩვენი კვლევითი პროგრამით, არამედ უფრო მეტი ჩინელი ექსპერტის დაქირავებით ევროპულ ინსტიტუტებში. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით ჩინეთის სტიპენდიანტების პროგრამა ჩვენს შიდა ანალიტიკურ ცენტრში. რადგან დიალოგი მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ერთმანეთს გავუგებთ. ამ მღელვარე დროში ჩინეთთან ურთიერთობისას საჭიროა სტრატეგიული სტაბილურობა და ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები იმის შეფასებისას, თუ როგორ ვითარდება ჩინეთი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპა-ჩინეთის კონფერენციაზე.