ბოლნისი დღეს ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

ბოლნისი დღეს საღამოს ღვინის ფესტივალს „ღვინის დღეები“ უმასპინძლებს. ფესტივალის სტუმრებს, ძველ გერმანულ უბანში, წისქვილის ქუჩაზე ბოლნისელი მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა ექნებათ. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

საფესტივალო პროგრამის ფარგლებში გაიმართება ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია, ჩურჩხელების ამოვლება, პურის ცხობა, ფელამუშის მომზადება, საწნახელში საზეიმოდ დაიწურება ყურძენი. სპეციალურად ფესტივალის პატარა სტუმრებისთვის სხვადასხვა საბავშვო აქტივობაც ჩატარდება. გაიმართება კონცერტიც. ღვინის ფესტივალი ლაგოდეხშიც ჩატარდება.