18 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან

21:10, 08.08.2026

18 წელი აგვისტოს ომიდან – საქართველოს უახლესი ისტორიის მძიმე დღეები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ომს წინ უძღოდა ვითარების ესკალაცია, როცა გაზაფხულიდან მოყოლებული კონფლიქტის ზონაში მდგომარეობა გართულდა. სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან ქართული სოფლების მიმართულებით გახშირდა პროვოკაციები. ომის დღეებში რუსეთის 58-ე არმიის მძიმე ტექნიკა და სამხედრო კოლონები საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბით შემოვიდნენ, საბრძოლო მოქმედებები ძირითადად ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობდა. რუსულმა ავიაციამ დაბომბა სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები და ვაზიანი.

დღესაც, ოკუპაციის მე-18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას 18 წლის შემდეგაც უწევს, მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას, „შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები“, ოფიციალური თბილისის პოზიცია კი ასეთია, „საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა.

შალვა სუმბაძის რეპორტაჟი.

მსგავსი