18 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან

15:22, 08.08.2026

სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკო. გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელში მემორიალთან იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს მეოცე ტერიტორიული ბრიგადის ჯარისკაცები და თანასოფლელები.

 საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს ომის დროს სასტიკად აწამეს და მოკლეს. მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მსგავსი