18 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან
აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედროების ოჯახის წევრები იმყოფებდნენ. დაღუპულთა ახლობლები დადებითად აფასებენ იმ ფაქტს, რომ გმირი სამხედროების პატივსაცემად ძმათა სასაფლაოზე ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის, რაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა პატივისცემის და მათი უკვდავყოფის გამოხატულებაა. ქართველი გმირების ოჯახის წევრებისთვის განსაკუთრებით მძიმეა აგვისტოს მოვლენების გახსენება. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ დაღუპულ გმირებს ქართველი ხალხი სათანადოდ დააფასებს.