პრეზიდენტმა მსჯავრდებულები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით, შეწყალების აქტი გამოსცა. სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის შვიდი ქალი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს, 9 აპრილს დატოვებენ.

ამასთან, შეწყალებულთაგან ექვსი მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.