მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტურ ჩარევაზე თანახმაა, – ამის შესახებ მის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მედიას ადვოკატებმა გააცნეს. ინტერესების დამცველის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი და მისთვის მთავარია საზოგადოების მობილიზება.