პარტია „ლელოს“ პასუხი

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერს პასუხობს. საბა ბუაძე აცხადებს, რომ ის ინფორმაცია, რასაც დედაქალაქის მერმა გუშინ ტყუილი უწოდა, სინამდვილეში სწორედ მერიისგან გამოთხოვილ ცნობებზე დაფუძნებული რიცხვებია.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ მერიაში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ გუშინ ისაუბრა. საბა ბუაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიაში შტატგარეშე პირების დასაქმებამ რეკორდულ რიცხვს მიაღწია. მათი შრომითი ანაზღაურება და პრემია-დანამატები კი საკმაოდ მაღალია.