14 წლის მოზარდზე ძალადობის საქმე

12:14, 11.06.2019

ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 14 წლის მოზარდზე ძალადობის ბრალებით დაკავებულ მამაკაცს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში.

პროცესი დახურული იყო. აღნიშნულ პირს, ბრალი ძალადობის მუხლით ოფიციალურად უკვე წარდგენილი აქვს.

მსგავსი